1. პროექტის სახელწოდება: ტექნოლოგიების განვითარების ისტორია
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია კომპიუტერის შექმნის დღიდან და მათი განვითარება XXI-ე საუკუნეში (დღემდე). ტექნოლოგიური ბუმი, რომლითაც XXI საუკუნე გამოირჩევა, საინტერესო, მდიდარ და ხშირად ორიგინალურ ფაქტებსა და მოვლენებს ეფუძნება. ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ტექნოლოგიების განივათარეების ისტორიაში? რომელ საუკუნეებში, წლებში მოღვაწობდნენ ეს პიროვნებები? რა ადგილს იკავებენ კომპიუტერების განვითარების ქრონოლოგიურ რუკაზე?
მოსწავლეები მოიძიებენ ბეჭვდით და ინტერნეტსივრცეში განთავსებულ ინფომრაციებს ტექნოლოგიების განვითარების შესახებ, მოახდენენ მოძიებული ინფორმაციის დახარისხებასა და კლასიფიკაციას ეპოქის, საუკუნის, წლების მიხედვით და მის საფუძველზე შექმნიან ციფრულ ქრონოლოგიურ რუკას. მოამზადებენ პრეზენტაციას რუკაზე დატანილი მნიშვნელოვანი თარიღების შესხებ და წარუდგენენ სასკოლო საზოგადოებას.
3. პროექტის აქტუალობა: XXI-ე საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნედ ითვლება. იგი ყველა საგანთან მიმართებაში ეფექტურად აქტუალურია.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ბეჭვდითი და ინტერნეტ წყაროების სასუალებით უძველესი დროიდან დღემდე. შეაჯერებენ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას, დაახარისხებენ და მოახდენენ კლასიფიკციას. მოიძიებენ ინტერნეტში უფასო "პროგრამულ აპლიკაციას", რომლითაც შექმნიან ქრონოლოგიურ რუკას.
5. მონაწილეთა ასაკი: 6-ე კლასი
5. მონაწილეთა ასაკი: 6-ე კლასი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: Power Point-ში შექმნილი პრეზენტაცია, რომლის საშუალებითაც წარმოადგენენ ციფრული ქრონოლოგიურ რუკას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი;
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
- კლასს დაიყოფა ჯგუფებად;
- I ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას პირველი კომპიუტერის შექმნის შესახებ;
- II ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას კომპიუტერის განვითარების შესახებ;
- III ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას XXI-ე საუკუნის კომპიუტერის შესახებ;
- IV ჯგუფი ელექტრონულად შექმნის ცნების რუკას.
10. საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს
შეუძლია ისტ-ის
ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს სხვადასხვა ციფრულ საშუალებას შორის
მონაცემთა მიღება-გადაცემის ფუნქციების და ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ;
11. პროექტის ხელმძღვნელი (მასწავლებელი): მარიამ ოხანაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: mari.okhanashvili@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: https://ict-mariami.blogspot.com
No comments:
Post a Comment