Monday, June 25, 2018

პრეზენტაციის შეფასების სქემა

შედეგები
1-2
3-4
6-7
8-10
შესავალი
ტრაფარეტული და უინტერესოა
მოსწავლე ცდილობს აუდიტორიის დაინტერესებას, მაგრამ ყურადღებას ვერ იპყრობს
საინტერესოდ არის მოწოდებული და შეესაბამება შინაარსს
ეფექტურია, არატრაფარეტული, იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას
სლაიდშოუს  გასაგებად წარმოდგენა
ბუნდოვანია, საუბრობს დაბნეულად
მხოლოდ ნაწილობრივაა გასაგები, მოითხოვს დამატებით განმარტებებს
გასაგებია მაგრამარის ხარვეზები, ითხოვს დაზუზტებას
წარმოდგენილი საკითხები ნათელი, გასაგები და დამაჯერებელია
შემოქმედებითი უნარის განვითარება
არ ჩანს შემოქმედებითი უნარი
ნაკლებად ჩანს შემოქმედებითი უნარი.
შემოქმედებითობა სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი
სრულყოფილია შემოქმედებითობა
აუდიტორიასთან კონტაქტი
ვერ ამყარებს კონტაქტს, საუბრობს გაურკვევლად
პერიოდულად ცდილობს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობას, მაგრამ არ იცის, რა ხერხებით
გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად ამყარებს კონტაქტს
ფლობს აუდიტორიას, ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებს, ეფექტურად იყენებს ვერბალურ ხერხებს
პასუხები აუდიტორიის შეკითხვებზე
უჭირს პასუხების გაცემა
პასუხები არ არის სრულყოფილი
თითქმის ყველა კითხვას პასუხობს
სრულყოფილ პასუხს სცემს ყველა შეკითხვას

როგორ გამოვიყენებთ ტექნოლოგიებს სწავლა-სწავლების პროცესში?



მიმაჩნია, რომ, აქ უკვე ტექნოლოგიების როლი და მისია ძალიან პროდუქტიული შეიძლება გახადოს მასწავლებელმა. ვფიქრობ, რომ წარმატებული მასწავლებელი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც შთააგონებს და მოტივაციას მისცემს მოსწავლეებს ძალდაუტანებლად. მასწავლებელს ესაჭიროება უნარი, მოერგოს ყველა სიტუაციას და შეძლოს მოსწავლეთა წახალისება, მხარდაჭერა და, რაც ყველაზე მთავარია, მოსწავლეებმა უნდა მიაღწიონ მანამდე მათთვის წარმოუდგენელ შედეგებს. ამ მხრივ კი, ვფიქრობ, რომ ჩვენი დროების სამყაროში,  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ანალოგი არ აქვს. მოსწავლეთა უნარების განსავითარებლად ტექნიკების მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია. სიახლე ყოველთვის იწვევს დაინტერესებას.